четверг, 10 ноября 2011 г.

სითბური ძრავები და გარემო


ორგანიზაციის დასახელება:                    სსიპ ჩოხატაურის მუნციპალიტეტის
                                                                       დაბლაციხის საჯარო სკოლა

ორგანიზაციის ფიზიკური მისამართი:           ჩოხატაურის რაიონი დაბლაციხის საჯარო სკოლა

ორგანიზაციის ვებ გვერდის მისამართი:

ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი, ფაქსი, მობილური:   577625323                                                                                                                                                       













პტოექტის რეზიუმე
პროქტის სახელწოდება: “დედამიწა, სითბური ძრავები და გარემო
პროექტის შემსრულებლებიკლასის მოსწავლეები
მიზნობრივი ჯგუფები/ბენეფიციარები:VIII,X,XI კლ-ის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები
1.   პროექტის მიზანი: სითბური ძრავების გარემოზე ზემოქმედების გაცნობა. მათი ალტერნატიული ძრავებით, ჩანაცვლების განხილვა.
2.  პროექტის ამოცანები:
2.1.      საპროექტო ჯგუფის შექმნა;
2.2.      საპროექტო თემის განხილვა;
2.3.      საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, ისტ-ის გამოყენება;
2.4.      ეკოლოგიის სფეროში, მეცნიერებათა მიღწევების გაცნობა და დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან;
2.5.      კვლევის უნარის განვითარება, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება;
2.6.      გარემოს შესწავლისა და მისი დაცვის ჩვევის გამომუშავება;
2.7.      ექსკურსია, ხელნაკეთი წისქვილის დათვალიერება;
2.8.      პრეზენტაციის მომზადება;
2.9.      მონიტორინგი და შეფასება.
3.  საპროექტო თემა: “სითბური ძრავები და ეკოლოგია
   ავტომობილი კაცობრიობის საუკეთესო მონაპოვარია. მის შექმნაში გამოყენებულია: მათემატიკის ურთულესი გამოთვლები, ფიზიკისა და ქიმიის მიღწევები, მეტალურგთა მიერ შექმნილი ლითონები, კონსტრუქტორთა შემოქმდებითი უნარი. აგრეთვე ტექნიკის უახლესი მიღწევები. ავტომობილის ძრავას მის გულს უწოდებენ, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია ავტომობილის მოძრაობა. ავტომობილში გამოყენებულია სითბური ძრავის ერთ-ერთი ტიპი _ შიგაწვის ძრავა.
   სითბური ძრავა .. მანქანას, რომელშიც, საწვავის შინაგანი ენერგია მექანიკურ ენერგიად გარდაიქმნება.
   ავტომობილის შიგაწვის ძრავები საწვავად, ძირითადად გამოყენებულია ბენზინი.
პირველად შიგაწვის ძრავის შექმნის მცდელობა იყო 1670 წელს, ჰოლანდიელმა მეცნიერებმა, ვან გიუმენგმა და ფრანგმა დენი ჰაპენმა შეეცადნენ შეექმნათ ერთცილინდრიანი ძრავა, რომელიც დენთის საშუალებით იმუშავებდა. სწორედ დენთის გამოყენებამ არ გაამართლა.
   პირველი შიგაწვის ძრავა 1860 წელს შექმნა ფრანგმა ინჟინერმა . ლენუარმა, ხოლო 1876 წელს გერმანელმა ინჟინერმა . ოტომ გააუმჯობესა იგი. 1897 წელს გერმანელმა ინჟინერმა . დიზელმა კი სრულყოფილი სახე მისცა მას. რის გამოცდიზელის ძრავაეწოდა.
   ძრავა შედგება ცილინდრისაგან(1), რომლის ზედა ნაწილში (2) საწვავი იწვის. ცილინდრში მოძრაობს დგუში (3), რომელიც ბარბაცას (4) და მრუდმხარას (5) მეშვეობით შეურთდება მუხლა ლილვს (6) ეს უკანასკნელი დაკავშირებულია რამდენიმე ცილინდრთან ოთხ ან ექვსცილინდრიან ძრავაში. დგუშის ზევით და ქვევით მოძრაობისას ბარბატა აიძულებს ლილვს იბრუნოს. ლილვზე დამაგრებულია მქნევარა, რომლის დანიშნულებაა ლილვის ბრუნვა არათანაბრობის შემცირება.
   ცილინდირს ზედა ნაწილში არის სარქველი (7) და (8), რომლებიც მუშაობის დროს ავტომატირად იღება და იხურება. (7) სარქველი შედის ცილინდრში საწვავი ნარევი, რომელიც აალდება (9) სანთელის მეშვეობით, ხოლო (8) სარქველით გამოდის ნამუშევარი აირი.
   ძრავაში ერთი მუშა ციკლი სრულდება ოთხი სვლისა ანუ ოთხი ტაქტის შესრულებით ამიტომ ასსეტ ძრავას, ოთხთაქტიანი ეწოდება.  (ნახ.1)
   სითბური ძრავის ეფექტურობის შესახებ მსჯელობენ იმის მიხედვით, თუ საწვავის დაწვისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობის რა ნაწილი გარდაიქმნება მექანიკურ ენერგიად (Asr).
   სითბური ძრავას აქვს მარაგი ქმედების კოეფიციენტი, რომელიც ტოლია ძრავას მიერ სასარგებლო მუშაობის შესასრულებლად დახარჯული ენერგიის შეფარდების საწვავის წვისას გამოყოფილი მთელ ენერგიასთან.

მქკ= Aსას/Asr * 100%

რადგან Aსას < Aსრ, ამიტომ მქკ < 100%
კარბურატორიან ძრავას  კოეფიციენტი 10 – 25%-ია, დიზელის კი 30-40%.
   სითბური ძრავების ფართოდ გამოყენება დიდ  გავლენას ახდენს გარემოზე. ატმოსფეროში გამოტყორცნილი დიდი სითბური ენერგია დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის გაზრდას იწვევს, რაც მყინვარების დნობასა და მსოფლიოს ოკეანეთა დონის აწევას გამოიწვევს.
   თბოელექტროსადგურთა საცეცხლეები, ატომური ელექტრო სადგურები ავტომობილთა შიგაწვის ძრავები და სხვა განუწყვეტლივ გამოსტყორცნიან ატმოსფეროში მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანებისთვის მავნე ნივთიერებებს.
   ატმოსფეროს დაბინძურების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებაშიგაწვის ძრავების ელექტროძრავებით შეცვლაა. აგრეთვე თბოელექტროსადგურების ნაცვლად, ალტერნატიული ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენება კერძოდ ქარის ენერგია, წყლის ენერგია, მზის ენერგია, ასევე ბიოგაზის გამოყენება. (ნახ.2)

ჰიდროელექტრო სადგურებში ენერგიის გარდაქმნის სქემა


წყლის პოტენციური  ენერგია---     წყლის კინეტიკური ენერგია  ------      ტურბინის კინეტიკური  ენერგია----    ელექტრული  ენერგია
                                                        
ბიოგაზის გამოყენებით, ენერგიის გარდაქმნის სქემა


   ბიოგაზი ----               კინეტიკური  ენერგია  ---          ტურბინის კინეტიკური ენერგია  -----    ელექტრული  ენერგია
                                                                 



მანქანისათვის აუცილებელია, რომ დენის წყაროს აკუმულატორისენერგიის დიდი მარაგი ქონდეს.
   ელექტროძრავაში გამოყენებულია, მაგნიტური ვეილს დენიან ჩარჩოზე ორიენტირებული ანუ მაბრუნებელი მოქმედება, რაც აბრუნებს ტურბინას, რომელიც დაკავშირებულია ელექტორ ძრავის როტორთან, რომელიც მაგნიტურ ველში მოძრაობისას გამოიმუშავებს ელექტრულ ენერგიეს. მუდმივი დენის ძრავას განსაკუთრებით ფართოდ იყენებენ ტრანსპორტში, კერძოდ ელექტრო მავალი, ტრამვაი, ტროლეიბუსი.
   ელექტრო ძრავას დიდი უპირატესობა აქვს სითბურ ძრავასთან შედარებით, იგი უფრო მცირე ზომისაა, ჰაერს არ აჭუჭყიანებს და არ სჭირდება საწვავისა და წყლის მარაგი. მძლავრი ელექტროძრავას კოეფიციენტი 98%- აღწევს.
   ელექტროძრავა ავტომობილში შესაძლებელია მოთავსდეს გადაცემათა კოლოფის მოპირდაპირე მხარეს და მბრუნავი ღუზა დაუკავშირდეს პირველად ლლვს, ძრავის სიმძლავრე კი დარეგულირდეს ტრანსფორმატორით.     (ნახ.6)
   მეცნიერები ცდილობენ ავტომობილზე მზის ენერგიეს გამოყენებას. მზის ენერგია კი ელექტრო ენერგიად შეიძლება გარდავქმნად ფოტო-ელემენტების დახმარებით, რომლებიც შეიძლება დამონტაჟდეს ავტომობილზე.
   მსოფლიოში პირველი ძრავა, რომელიც მუშაობს ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად და მზის სხივების ენერგიას მექანიკურ ენერგიად გარდაქმნის, იაპონელმა ინჟინერმა მაკოტო ტანაკამ გამოიგონა.
   გამჭირვალე პლასტიკატის ცილინდრში მოთავსებულია აზოტის ორჟანგი. როცა მზის სინათლე ეცემა ცილინდრზე, იგი იშლება აზოტის ჟანგად და სუFფთა ჟანგბადად. წნევა ცილინდრში იზრდება და უბიძგებს დგუშს, რომელიც მოაბრუნებს მუხლა ლილვს. ლილვთან დაკავშირებული ეკრანი ამ დროს ფარავს ცილინდრს მზისაგან და ცილინდრში ხდება უკურეაქცია, ჟანგბადი უერთდება აზოტის ჟანგს და წარმოქმნის ორჟანგს.
   ამის გამო წნევა ცილინდრში ეცემა, დგუში უბრუნდება ქვედა მდებარეობას და ისევ მოაბრუნებს ნახევარბრუნზე მუხა ლილვს. ეკრანი გადინაცვლებს აღებს ცილინდრს   მზის სხივების მოქმედებისათვის. ციკლი მრავალგზის მეორდება. დანადგარი მუხლა ლილვს აბრუნებს  12 ბრ/წთ. სიჩქარით. კონსტრუქცია მარტივია.
   ელექტრო ენერგიის მიღება შეიძლება არატრადიციული მეთოდით, ანუ ნანომასალების გამოყენებით. ხელოვნურ მოწყობილობებში, რომლებიც მზის ენერგიეს ეფექტურად გარდაქმნის ელექტრო ენერგიად.

4.  პროექტის სამოქმედო გეგმა
I დღე _ საპროექტო ჯგუფის შექმნა;
II დღე _ საპროექტო თემის განსაზღვრა;
III დღე _ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება; ისტ-ის გამოყენება
IV დღე _ ეკოლოგიის სფეროში, მეცნიერებათა მიღწევების გაცნობა;
V დღე _ შემეცნებითი ექსკურსიის მოწყობა  ხელნაკეთი წისქვილისა და მიკროჰესის დათვალიერება
VI დღე _შეხვედრები საქართვეელოს აგრარულ უნივერსიტეტში 
VII დღე--პრეზენტაცია


5.  ბიუჯეტი
#
რესურსები
რაოდენობა
ფასი
თანადაფინანსება
სულ თანხა ლარებში
1
საწერ კალამი




2
თაბახის ფურცლები




3
ფლომასტერები






ტრანსპორტირება