среда, 7 августа 2019 г.

სასწავლო რესურსი :"კუბიკი, სააზროვნო დონეების მიხედვით"

სასწავლო რესურსი  „კუბიკი, სააზროვნო დონეების  მეთოდით“
მასწავლებელი: მაია ჩხიკვაძე.ჩოხატაურის რაიონი. დაბლაციხის საჯარო სკოლა.
საგანი: ფიზიკა (მათემატიკა ,საბუნებისმეტყველო საგნები)
სწავლების საფეხური: საბაზო და საშუალო
კლასი: VII—XII კლასები

      რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
გეომეტრიული ფიგურა კუბი,რომელიც ხისაგან  არის   დამზადებული გადანომრილია  1-დან  6-მდე.
თაბახის ფურცელზე  ვამზადებ თვალსაჩინოებას,რომელზედაც გამოვსახავ                                                     ბლუმის ტაქსონომიის    დონეებს, დონეები განლაგებულია იერარქიულად, მარტივიდან     რთულისაკენ.
I       ცოდნა
II     გაგება
III     გამოყენება
IV    ანალიზი
V     სინთეზი
VI   შეფასება 
თვალსაჩინებას  ასევე ახლავს ექვსი ჯიბაკი ,გადანომრილი:1-დან    --6 -მდე       წარწერით: ცოდნა,გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი,                                                            შეფასება . დონეების შესაბამისი კითხვები და ამოცანები მოთავსებულია ჯიბაკებში, ასევე შეიძლება ავტვირთოდ საპრეზენტაციო  პროგრამაში, კლასების  შესაბამისად.
თვალსაჩინოება შეიძლება  გამოიყენოს მასწავლებელმა თემის ახსნის , ასევე შჯამების დროს. ჯიბაკებში დონეების მიხედვით კითხვარების განთავსებით მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის ან ინდივიდუალური გამკითხვის დროს რიგითობის მიხედვით აგდებენ კუბს დაშესაბამის კითხვარს იღებენ ჯიბაკიდან შესაბამისი ნომრით ან კითხულბენ სლაიდის შესაბამისი ნომრის კითხვარს ასევე ეცნობიან მასალას სლაიდზე,  სწორი პასუხები კი შეფასებულია ბლუმის სააზროვნო დონეების მიხედვით შემდეგი ქულებით :ცოდნა ფასდება 5 ქულამდე, გაგება (შინაარსის ცოდნა) ფასდება ასევე  6 ქულით, გამოყენება  7 ქ-ით,  ანალიზი- 8 ქულით ,  შეფასება- 9   ქულით და სინთეზი   10  ქულით.
ასევე კუბი შეილება გამვიყენოთ მოსწავლის ინდივიდუალური შეფასების დროს       1)  მეთოდი----  მაგ : მოსწავლე აგდებს კუბს  და აფასებს საკუთარ თავს ქულას კი ჩაწერს სპეციალურ შედგენილ ცხრილში , ეს პროცესი გრძელდება 10-15 წუთი ვინც მეტ კითხვას უპასუხებს შესაბამისად მეტ ქულას დააგროვებს და მიენიჭება ტიტული“ დღის წარმატებული“. თუ ამოცანები ვერ ამოხსნეს მასწავლებელი აძლევს მითითებებს და საშინაო დავალებას დაემატება მოცემული ამოცანა.
2) მეთოდი  ---  შეიძლება გამოვიყენოთ ჯგუფური მუშაობის პროცესში ასევე კლასში
ჯგუფების თითოეული წევრი გადაითვლის 1-6 მდე და დონეების მიხედვით, ნომრის მიხედვით პასუხს სცემენ კითხვარებს და აფასებენ საკუთარ თავს  სქემის შესაბამისად. თუ მოსწავლე ,N4  კითხვარის პასუხის დროს  ვერ აკეთებს ანალიზს,   მაგრამ აქვს სტატიკური ცოდნა ფასდება 5  ქულით, თუ ეუფლება გაგების ოპერაციებს-6 ქულით , ცოდნის ტრანსფერის , ფორმულების ადექვატური გამოყენების  შემთხვევაში -7 ქულით შეფასდება.
ამ  დროს გამოვლინდება გამარჯვებული ჯგუფი  ქულათა მეტი რაოდენობით ასევე  „დღის  წარმატებული“ მოსწავლე. 
    მოსწავლეებს შეიძლება მივანიჭოთ ტიტულები  თითოეულ დონეზე დაგროვებული მაქსიმალური  ქულათა რაოდენობის მიხედვით: ცოდნის ექსპერტი, გაგების ექსპერტი, გამოყენების ექსპერტი, ანალიზის ექსპერტი, სინთეზისა და შეფასების ექსპერტები.                                                                                                      ინდივიდუალური   შეფასება  კი  ხდება   საშუალო  რეიტინგული ქულით--ქულათა ჯამი გაყოფილი კითხვათა რაოდენობაზე.












                                                             რეფლექსია
ბლუმის ტაქსნომიიის მოდელი სასწავლ მიზნების სწავლებისა და სწავლის შედეგების გაზომვის ეფექტური საშუალებაა განვითარების დონეები განლაგებულია მარტივიდან რთულისაკენ, ყოველ კატეგორიაზე გადასვლა შესაძლებელია წინა კატეგორიის ჩვევების დაუფლების შედეგად.
ცოდნა : ჩამოთვალე, ჩაწერე ფორმულა ,განსაზღვრე ,აღწერე ცდა;
გაგება : დააკავშირე, ახსენი, გაიმეორე, ახსენი  ცდა, განმარტე,  გააშინაარსე;
გამოყენება : გამოთვალე, დააკავშირე, აჩვენე. გამოიყენე ფორმულები ადეკვატურად;
ანალიზი : განასხვავე, დაყავი, დააარისხე, დედუქცის მეთოდის  გამოყენება- ზოგადიდან კერზო დასკვნების გაკეთება. ვენის დიაგრამა, ამოცანის ამოხსნა;
სინთეზი : შეამოწმე, დაგეგმე, განაზოგადე, ინდუქციის მეთოდი- კერძო დასკვნებიდან ზოგადი დასკვნის გაკეთება, გამოიგონე, დაწერე პროექტი, ამოხსენი ამოცანა.
შფასება : იმსჯელე, გააკეთე დასკვნა, გააკრიტიკე, დაწერე რეცენზია, ამოხსენი ამცანები, დაწერე პროექტი.
აღნიშნული რესურსი ინტერაქტიულია და ვიყენებთ თამაშის ფრმით ,ის ვინც დაძლევს უმაღლეს დონეს ღებულობს „დღის წარმატებულის“ ტიტულს იმარჯვებს და ფასდება 10 ქულით. შეიძლება ასევე გამვავლინოთ 6-ვე დონეში უმეტესი ქულებით გამარჯვებული მოსწავლე. მოცემული  მეთოდის გამოყენებით იზრდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა და მტივაცია, მოსწავლეები აფასებენ როგორც საკუთარ თავს ასევე ერთმანეთს. ისინი ყალიბდებიან როგორც ექსპერტები, განმტკიცებენ მიღებულ ცოდნას და გაკვეთილის ახსნის პროცესში თემის წინანსწარი განხილვის შედეგად ძველ ცოდნაზე აგებენ ახალ; ცოდნას, აჯამებენ ნასწავლ მასალას. აღნიშნული რესურსი მეხმარება მასწავლებელს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნებისა და შედეგების განხრციელებაში.
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიაროს მოსწავლე  მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს შეიმეცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.



                  ბუნ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         რჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).


ბუნ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·         აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ.,  ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·         იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.