вторник, 31 декабря 2019 г.
ფიზიკის ამოცანები: ბლოგი მიზნად ისახავს ფიზიკის სასკოლო ამოცანების მწ...
ფიზიკის ამოცანები: ბლოგი მიზნად ისახავს ფიზიკის სასკოლო ამოცანების მწ...: ბლოგი მიზნად ისახავს ფიზიკის სასკოლო ამოცანების მწირი და ხშირად უხარისხო რესურსის ოდნავ მაინც გამდიდრებას. ამოცანები აღებულია http://ww...
суббота, 28 декабря 2019 г.
ეკოსპიკერის ნინო შარაშიძის წარმატებული პრეზენტაცია ბათუმის უნივერსიტეტში 2019 წელს. ეკოკლუბის კურატორი მაია ჩხიკვაძე.
მოგესალმებით,
წელს ჩვენი
პროექტი „ ჩვენი გარემო“ აქტიურ ფაზაში შევიდა. პედაგოგ მაია ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით,ეკოკლუბის ფარგლებში
განვახორციელეთ მრავალი საინტერესო აქტივობები.
ჩვენ გავერთიანდით
საერთო მიზნების გარშემო, გავეცანით მდგრადი განვითარების 17 მიზანს. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული აღმოჩნდა მე-15-ე მიზანი: დედამიწის
ეკოსისტემები. ამაღლდა ჩვენი ცნობიერება მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.
პროექტის
ფარგლებში „ ჩვენ ეკოკლუბელები ვართ“, ჩატარდა 20 სამუშაო შეხვედრა. ასევე განვახორციელეთ პროექტები: „ჩვენი სოფლის მდინარე“
,“ სითბური ძრავები და გარემო“ შევხვდით ტყის
რეინჯერს, რაიონის დეპუტატს: ნინო წილოსანს, რაიონის მერს: ირაკლი კუჭავას. ყოველი
ინტერაქცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი და წარმატების მომტანია. ჩვენი სკოლა პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და ჩვენ
მოვინახულეთ ჩვენი კუთხის ულამაზესი ადგილები, ასევე ჩვენ ველოდებით ფიზიკის ლაბორატორიის
შექმნის პროცესში დაფინანსებას . იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროდ დედამიწას, ეკოსისტემების
დაცვისა და აღდგენის პროცესში, გვესაჭიროება კარგი ცოდნა და განათლება, გარემო კვლევის
ჩასატარებლად, რაც ჩვენი დიდი სურვილია, რადგან ჩვენ გვაქვს სრულფასოვანი განათლების
უფლება,ჩვენ გვაქვს უფლება გვქონდეს სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი.
ტყეები ხელს უწყობენ, ჰაერისა
და წყლის სისუფთავეს, ასევე დედამიწის კლიმატის ბალანსის შენარჩუნებას. ჩვენ „ უმცროსი“ მკვლევარები ვართ, არსებული შესაძლებლობებით ვიკვლევთ ჩვენს ლოკალურ გარემოს
, ვრგავთ ნერგებს. მოდით ყველამ
შევძლოთ ჩვენ-ჩვენს გარემოში „მეგობრობის სკვერის“ მოწყობა, ეკოსისტემების დაცვა
და აღდგენა..
ჩვენი გზავნილია : „ დავეხმაროთ ბუნებას ჰაერის გაჯანსაღებაში“
მადლობთ ყურადღებისთვის.
Подписаться на:
Сообщения (Atom)