вторник, 31 декабря 2019 г.

суббота, 28 декабря 2019 г.

ეკოსპიკერის ნინო შარაშიძის წარმატებული პრეზენტაცია ბათუმის უნივერსიტეტში 2019 წელს. ეკოკლუბის კურატორი მაია ჩხიკვაძე.

ოგესალმებით,
 წელს ჩვენი პროექტი „ ჩვენი გარემო“ აქტიურ ფაზაში  შევიდა.  პედაგოგ მაია ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით,ეკოკლუბის ფარგლებში განვახორციელეთ მრავალი საინტერესო აქტივობები.
  ჩვენ გავერთიანდით საერთო მიზნების გარშემო, გავეცანით მდგრადი განვითარების 17 მიზანს.  ჩვენთვის ერთ-ერთი  პრიორიტეტული აღმოჩნდა მე-15-ე მიზანი: დედამიწის ეკოსისტემები. ამაღლდა ჩვენი ცნობიერება მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.
   პროექტის ფარგლებში  „ ჩვენ ეკოკლუბელები ვართ“,  ჩატარდა 20 სამუშაო შეხვედრა.  ასევე განვახორციელეთ პროექტები: „ჩვენი სოფლის მდინარე“ ,“ სითბური ძრავები და გარემო“  შევხვდით ტყის რეინჯერს, რაიონის დეპუტატს: ნინო წილოსანს, რაიონის მერს: ირაკლი კუჭავას.                                                                                                                                  ყოველი ინტერაქცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი და წარმატების მომტანია.                                                                                                                                                                                                   ჩვენი სკოლა პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და ჩვენ მოვინახულეთ ჩვენი კუთხის ულამაზესი ადგილები, ასევე ჩვენ ველოდებით ფიზიკის ლაბორატორიის  შექმნის პროცესში დაფინანსებას .                                                                                                                                                                                                                                                                          იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროდ დედამიწას, ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენის პროცესში, გვესაჭიროება კარგი ცოდნა და განათლება, გარემო კვლევის ჩასატარებლად, რაც ჩვენი დიდი სურვილია, რადგან ჩვენ გვაქვს სრულფასოვანი განათლების უფლება,ჩვენ გვაქვს უფლება გვქონდეს სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი.
ტყეები ხელს უწყობენ, ჰაერისა და წყლის სისუფთავეს, ასევე დედამიწის კლიმატის ბალანსის შენარჩუნებას.                                                                                                                                                                  ჩვენ „ უმცროსი“ მკვლევარები ვართ, არსებული  შესაძლებლობებით ვიკვლევთ ჩვენს ლოკალურ გარემოს , ვრგავთ ნერგებს.                                                                                                მოდით ყველამ  შევძლოთ ჩვენ-ჩვენს გარემოში „მეგობრობის სკვერის“ მოწყობა, ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა..
ჩვენი გზავნილია : „  დავეხმაროთ ბუნებას ჰაერის გაჯანსაღებაში“
მადლობთ ყურადღებისთვის.   

ეკოკლუბის აქტივობები



среда, 7 августа 2019 г.

სასწავლო რესურსი :"კუბიკი, სააზროვნო დონეების მიხედვით"

სასწავლო რესურსი  „კუბიკი, სააზროვნო დონეების  მეთოდით“
მასწავლებელი: მაია ჩხიკვაძე.ჩოხატაურის რაიონი. დაბლაციხის საჯარო სკოლა.
საგანი: ფიზიკა (მათემატიკა ,საბუნებისმეტყველო საგნები)
სწავლების საფეხური: საბაზო და საშუალო
კლასი: VII—XII კლასები

      რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
გეომეტრიული ფიგურა კუბი,რომელიც ხისაგან  არის   დამზადებული გადანომრილია  1-დან  6-მდე.
თაბახის ფურცელზე  ვამზადებ თვალსაჩინოებას,რომელზედაც გამოვსახავ                                                     ბლუმის ტაქსონომიის    დონეებს, დონეები განლაგებულია იერარქიულად, მარტივიდან     რთულისაკენ.
I       ცოდნა
II     გაგება
III     გამოყენება
IV    ანალიზი
V     სინთეზი
VI   შეფასება 
თვალსაჩინებას  ასევე ახლავს ექვსი ჯიბაკი ,გადანომრილი:1-დან    --6 -მდე       წარწერით: ცოდნა,გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი,                                                            შეფასება . დონეების შესაბამისი კითხვები და ამოცანები მოთავსებულია ჯიბაკებში, ასევე შეიძლება ავტვირთოდ საპრეზენტაციო  პროგრამაში, კლასების  შესაბამისად.
თვალსაჩინოება შეიძლება  გამოიყენოს მასწავლებელმა თემის ახსნის , ასევე შჯამების დროს. ჯიბაკებში დონეების მიხედვით კითხვარების განთავსებით მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის ან ინდივიდუალური გამკითხვის დროს რიგითობის მიხედვით აგდებენ კუბს დაშესაბამის კითხვარს იღებენ ჯიბაკიდან შესაბამისი ნომრით ან კითხულბენ სლაიდის შესაბამისი ნომრის კითხვარს ასევე ეცნობიან მასალას სლაიდზე,  სწორი პასუხები კი შეფასებულია ბლუმის სააზროვნო დონეების მიხედვით შემდეგი ქულებით :ცოდნა ფასდება 5 ქულამდე, გაგება (შინაარსის ცოდნა) ფასდება ასევე  6 ქულით, გამოყენება  7 ქ-ით,  ანალიზი- 8 ქულით ,  შეფასება- 9   ქულით და სინთეზი   10  ქულით.
ასევე კუბი შეილება გამვიყენოთ მოსწავლის ინდივიდუალური შეფასების დროს       1)  მეთოდი----  მაგ : მოსწავლე აგდებს კუბს  და აფასებს საკუთარ თავს ქულას კი ჩაწერს სპეციალურ შედგენილ ცხრილში , ეს პროცესი გრძელდება 10-15 წუთი ვინც მეტ კითხვას უპასუხებს შესაბამისად მეტ ქულას დააგროვებს და მიენიჭება ტიტული“ დღის წარმატებული“. თუ ამოცანები ვერ ამოხსნეს მასწავლებელი აძლევს მითითებებს და საშინაო დავალებას დაემატება მოცემული ამოცანა.
2) მეთოდი  ---  შეიძლება გამოვიყენოთ ჯგუფური მუშაობის პროცესში ასევე კლასში
ჯგუფების თითოეული წევრი გადაითვლის 1-6 მდე და დონეების მიხედვით, ნომრის მიხედვით პასუხს სცემენ კითხვარებს და აფასებენ საკუთარ თავს  სქემის შესაბამისად. თუ მოსწავლე ,N4  კითხვარის პასუხის დროს  ვერ აკეთებს ანალიზს,   მაგრამ აქვს სტატიკური ცოდნა ფასდება 5  ქულით, თუ ეუფლება გაგების ოპერაციებს-6 ქულით , ცოდნის ტრანსფერის , ფორმულების ადექვატური გამოყენების  შემთხვევაში -7 ქულით შეფასდება.
ამ  დროს გამოვლინდება გამარჯვებული ჯგუფი  ქულათა მეტი რაოდენობით ასევე  „დღის  წარმატებული“ მოსწავლე. 
    მოსწავლეებს შეიძლება მივანიჭოთ ტიტულები  თითოეულ დონეზე დაგროვებული მაქსიმალური  ქულათა რაოდენობის მიხედვით: ცოდნის ექსპერტი, გაგების ექსპერტი, გამოყენების ექსპერტი, ანალიზის ექსპერტი, სინთეზისა და შეფასების ექსპერტები.                                                                                                      ინდივიდუალური   შეფასება  კი  ხდება   საშუალო  რეიტინგული ქულით--ქულათა ჯამი გაყოფილი კითხვათა რაოდენობაზე.












                                                             რეფლექსია
ბლუმის ტაქსნომიიის მოდელი სასწავლ მიზნების სწავლებისა და სწავლის შედეგების გაზომვის ეფექტური საშუალებაა განვითარების დონეები განლაგებულია მარტივიდან რთულისაკენ, ყოველ კატეგორიაზე გადასვლა შესაძლებელია წინა კატეგორიის ჩვევების დაუფლების შედეგად.
ცოდნა : ჩამოთვალე, ჩაწერე ფორმულა ,განსაზღვრე ,აღწერე ცდა;
გაგება : დააკავშირე, ახსენი, გაიმეორე, ახსენი  ცდა, განმარტე,  გააშინაარსე;
გამოყენება : გამოთვალე, დააკავშირე, აჩვენე. გამოიყენე ფორმულები ადეკვატურად;
ანალიზი : განასხვავე, დაყავი, დააარისხე, დედუქცის მეთოდის  გამოყენება- ზოგადიდან კერზო დასკვნების გაკეთება. ვენის დიაგრამა, ამოცანის ამოხსნა;
სინთეზი : შეამოწმე, დაგეგმე, განაზოგადე, ინდუქციის მეთოდი- კერძო დასკვნებიდან ზოგადი დასკვნის გაკეთება, გამოიგონე, დაწერე პროექტი, ამოხსენი ამოცანა.
შფასება : იმსჯელე, გააკეთე დასკვნა, გააკრიტიკე, დაწერე რეცენზია, ამოხსენი ამცანები, დაწერე პროექტი.
აღნიშნული რესურსი ინტერაქტიულია და ვიყენებთ თამაშის ფრმით ,ის ვინც დაძლევს უმაღლეს დონეს ღებულობს „დღის წარმატებულის“ ტიტულს იმარჯვებს და ფასდება 10 ქულით. შეიძლება ასევე გამვავლინოთ 6-ვე დონეში უმეტესი ქულებით გამარჯვებული მოსწავლე. მოცემული  მეთოდის გამოყენებით იზრდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა და მტივაცია, მოსწავლეები აფასებენ როგორც საკუთარ თავს ასევე ერთმანეთს. ისინი ყალიბდებიან როგორც ექსპერტები, განმტკიცებენ მიღებულ ცოდნას და გაკვეთილის ახსნის პროცესში თემის წინანსწარი განხილვის შედეგად ძველ ცოდნაზე აგებენ ახალ; ცოდნას, აჯამებენ ნასწავლ მასალას. აღნიშნული რესურსი მეხმარება მასწავლებელს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნებისა და შედეგების განხრციელებაში.
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიაროს მოსწავლე  მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს შეიმეცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.



                  ბუნ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         რჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).


ბუნ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·         აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ.,  ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·         იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 
                                                    

вторник, 23 июля 2019 г.

პრეზენტაციის დროს. სსიპ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში,გამოცდილების გაზიარება კოლეგებთან...

четверг, 27 июня 2019 г.

ეკოკლუბის აქტივობები : ჩვენ ვთანამშრომლობთ




კოლეგებთან, "მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა" ტრენინგზე...


კოლეგებთან...




სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული წრეების/პროექტების პროგრამული ანგარიში


  1. ზოგადი ინფორმაცია

1
დაფინანსების მიმღები საჯარო სკოლა

სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლა
2
დაფინანსების მიმღები საჯარო სკოლის დირექტორი
(სახელი, გვარი,  ტელ. ელ. ფოსტა)
ლიანა გიორგაძე დირექტორის მ/შ , 599625323
3
მიმართულება:
ქვემიმართულება (წრეების შემთხვევაში):
დაფინანსებული პროექტის სახელწოდება (არსებობის შემთხვევაში):

,,ჩვენ   ეკოკლუბელები   ვართ’’
4
წრის/პროექტის ფარგლებში ფაქტიურად ჩატარებული საათების რაოდენობა
20
5
ჩართული მოსწავლეების რაოდენობა
11
6
წრის/პროექტის ფარგლებში სამინისტროსგან მიღებული თანხის ოდენობა:
(დაფინანსების ხელშეკრულებით/ბრძანებით განსაზღვრული)
400
7
წრის/პროექტის ფარგლებში საანგარიშო პერიოდისთვის მიღებული დაფინანსებიდან გაწეული ხარჯი:
400
8
წრის/პროექტის ფარგლებში აუთვისებელი ფულის ნაშთი (ლარი) (არსებობის შემთხვევაში)

0


  1. წრის/პროექტის შესრულების ანგარიში

ა) წრის/პროექტით განსაზღვრული ამოცანების შესრულება

განხორციელებული ძირითადი აქტივობები
ძირითადი აქტივობის შესრულების მოკლე აღწერა

განხორციელებული აქტივობით მიღებული კონკრეტული შედეგი
1.
კითხვა-პასუხი, დიალოგი,დისკუსია
მოსწავლეები  ეკოკლუბის სხდომებზე, კლუბის კურატორთან ერთად, კითხვა-პასუხის გზით ადგენდნენ ეკოლოგიურ პრობლემებს, მსჯელობენ სხვადასხვა საკითხებზე. მაგალითად  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, და სხვა...
მოსწავლეები გაეცნენ მდგრადი განვითარების 17 მიზანს
2.
ინფორმაციის მოძიება, გაზიარება
მოსწავლეები მოიძევენ ინფორმაციას,ენციკლოობე-დიების, ისტ-ის დახმარებით. ინფორმაციის გამოქვეყნება ხდება საქართველოს სატყეო პორტალზე.“ ეკოლოგების გუნდი,  ჩართული არის კონკურსში„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“
მოსწავლეები გაეცნენ საყმაწვილო ენციკლობედიებს,
3.
პრეზენტაცია
მოსწავლეები, გუნდები, ეკოკლუბის სხდომებზე ახდენდნენ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციას
პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება
4.
პროექტი
მოსწავლეებმა განახორციელეს ორი სასწავლო პროექტი:1) „ჩვენი სოფლის მდინარე“ და „სითბური ძრავები და გარემო“  შეადგინეს სოფლის მდინარის შენაკადთა რუკა, ასევე განიხილეს შიგაწვის ძრავების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შედეგები და ელექტროძრავების მოდელი. ჩაატარეს დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, ეკოვიქტორინა და სხვა.
თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება
და ა. შ.




ბ) წრის/პროექტის განხორციელებაში ჩართული პირები

სახელი, გვარი
სკოლაში დაკავებული პოზიცია
წრის/პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს მოკლე აღწერა
შრომითი ხელშეკრულების N, თარიღი
გაცემული ანაზღაურების ჯამური ოდენობა/ლარი
1
მაია ჩხიკვაძე
მასწავლებელი
პროექტის   განხორციელება,
სათანადო    აქტივობებით

# 32, 20 ნოემბერი 2017წ.
200
2
მარინა მამალაძე
საქმისმწარმოებელი
დაეხმაროს პროექტის განმხორციელებელ მასწავლებელს.  
# 32, 20 ნოემბერი 2017წ.
200

გ) წრის/პროექტის ფარგლებში შესყიდული რესურსები

რესურსის დასახელება
რაოდენობა
სულ ღირებულება (ლარი)
რესურსებზე დახარჯული ჯამური თანხა
რესურსებითვის მიღებული თანხის აუთვისებელი ნაწილი
1





2



3



და ა. შ.




დ) შენიშვნა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
   

სკოლის დირექტორის ხელმოწერა და ბეჭედი:  
________________________________________
წრის/პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის ხელმოწერა:
____მაია  ჩხიკვაძე_____________________________________


ანგარიშის შევსების თარიღი:
_________________________________________