პრაქტიკული
კვლევა
მოსწავლეთა სოციალური
განათლების ხარისხის გაუმჯობესება შესავალი.
თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის, მოსწავლეთა მაღალი სოციალური განათლების უზრუნველყოფა.
მაღალი სოციალური განათლება ,კი მიიღწევა სკოლაში არაფორმალური
განათლების ხელშეწყობით. არაფორმალური განათლება შეიძლება განვახორციელოთ, სხვადასხვა გზით, მათ შორის
საკლასო და სოციალური პროექტების გზით.
ლიტერატურის მიმოხილვა
პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის
განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო.(ჟურნალი მასწავლებელი, N6,1010w)
პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისგან მოითხოვს: შემოქმედებით
მიდგომას და ხელს უწყობს დაგროვილი ცოდნის გააქტიურებას .
/maswavleblis ბიბლიოთეკა, ინტერაქტიური მეთოდები 2015წ.
25-34გვ/ (როგორ ვასწავლოთ
მოსწავლეებს აზრვნება (2007)მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,,თბილისი
გამომცემლობა საქართველოს მაცნე)
პროექტზე მუშაობაობისას გამოყენებული თანამშრომლობითი
სწავლებa უზრუნველყოფს:
---მოსწავლეთა უფრო მაღალ მიღწევებს და შედეგს;
---უფრო პასუხისმგებლურ და ყურადღებიან დამოკიდებულებას
ერთმანეთთან;
---მოსწავლეთა ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მოსწავლეები იძენენ
არა მარტო კოლექტივში მუშაობის წესებს არამედ,მათ
უმაღლდებათ ღირსების გრძნობა.
---გენდერულ თანასწორუფლებიანობას;
---ბულინგის პრობლემის იდენტიფიცირებას და პრევენციას;
თანამშრომლობითი სწავლების ელემენტებია:
დადებითი ურთიერთგავლენა;ინდივიდუალური
და ჯგუფური პასუხისმგებლობა; მოსწავლეთა მჭიდრო ურთიერთობის სტიმულირება; სოციალიზაციის უნარ-ჩვევების , კერძოდ მცირე ჯგუფებში ქცევის უნარების გამომუშავება; ერთობლივი მუშაობის ტექნოლოგია და ანალიზი.
თანამშრომლობითი
სწავლებისას დგება ე.წ. ფორმალური
ჯგუფები, ისინი მუშაობენ მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ჯგუფის ყველა წევრმა წარმატებით
გაართვა თავი სამუშაოს. ამ დროს შექმნილი ჯგუფები ფუნქციონირებენ ერთი გაკვეთილიდან-
7კვირამდე.
არაფორმალური სწავლებისას შექმნილი ჯგუფების სიცოცხლისუნარიანობა
კი მცირეა ,შეიძლება იყოს ერთი გაკვეთილი ან
მცირე
კონკრეტული სამუშაოს პერიოდი..
პროექტი ხელს უწყობს, როგორც ინტრაპერსონალური ასევე
ინტერპერსონალური ინტელექტის განვითარებას.
პროექტი ასევე უზრუნველყოფს
მოსწავლეთა კვლევითი,შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების
განვითარებას.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვებს პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაში;
უნდა შევძლოთ მოზარდს განუვითარდეს შემდეგი უნარები:
·
კლასთან ერთობის, მიკუთვნებულობის
გრძნობა;
·
თვითპატივისცემის უნარი;
·
დამოუკიდებლად ან ჯგუფთან
ერთად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
·
ემპათიის გრძნობის უნარი;
მასწავლებელმა უნდა შეძლოს:
·
მოზარდის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა;
·
გრძნობების გამოხატვის უნარის ხელშეწყობა;
·
სტრესისა და შფოთვის დაძლევა;
·
პრობლემის ძალადობის გარეშე მოგვარების უნარი;
·
ბალანსის დაცვა პიროვნულ თავისუფლებასა და ჯგუფში მჭიდრო ურთიერთობებს შორის;
·
მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება...
გამოყენებული
ლიტ-რა: იხ. მანანა ჯინჭარაძის ტრენინგის მასალები, 2),2010. ია კუტალაძე, ეფექტიანი სწავლება.
პ რ ო ბ ლ ე
მ ა
სკოლაში შედარებით დაბალია სოციალური განათლების ხარისხი.
პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
ü
ხშირად
არ იგეგმება ჯგუფური სამუშაოები;
ü
ხარვეზები
თანამშრომლობითი სწავლების დროს;
ü
ხშირად არ იგეგმება: საკლასო ან სოციალური პროექტები;
ü შედარებით დაბალია თანამშრომლობა: სკოლას,ოჯახსა და საზოგადოებას შორის.
1.1 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის საჯარო სკოლა არის მდიდარი ტრადიციების სკოლა. ამჟამად სკოლაში სწავლობს 30 მოსწავლე და ასწავლის
20 მასწავლებელი.
მასწავლებლები
ჩართული არიან ტრენინგებში, ან გავლილი აქვთ განათლების სამინისტროს (და სხვა...)მიერ
შემუშავებული ტრენინგები.
სერთიფიცირებული
არის სამი მასწავლებელი; ისტორიის, უცხო ენის და ფიზიკის.
1.2 კვლევის მიზანი
სოციალური
განათლების ხარისხის შედარებით გაუმჯობესება.
1.3 კვლევის ამოცანა
ü
სოციალური
პროექტის დაგეგმვა;
ü
მშობლებისა და თვითმართველობის ჩართულობა პროექტში.
პრაქტიკული კვლევის
არსი
აღწერითი დაკვირვების შედეგად, ფოკუს ჯგუფმა შეადგინა
კითხვარი
განხორციელდა ფოკუსირებული დაკვირვება, შემდეგ--შერჩევითი
დაკვირვება.
შემუშავდა კითხვარი კვლევის სწორად წარმართვისთვის,
პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე.
ფოკუს ჯგუფის წევრები: მარიკა ონიანი;
ნაირა დოლიძე.
·
აუცილებელია თუ არა საკლასო და სოციალური პროექტების
განხორციელება სკოლაში?/ კითხვარი მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის/
1)
საბუნებისმეტყველო
საგნებში; 2) ჰუმანიტარულ საგნებში
·
მოცემულ პროექტებში შედგა თუ არა თანამშრომლობა სკოლასა და
ადგილობრივ თვითმართველობას შორის?/მოსწავლეები../
·
პროექტებში განხორციელდა თუ არა ჯგუფებში მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა?/მოსწავლეები.../
კითხვარი მშობლებისთვის
·
სასკოლო
ცხოვრებაში ჩართულობით მეტად დაუახლოვდებით
თუ არა თქვენს შვილს?
კი
არა
·
სასკოლო
ცხოვრებაში ჩართულობით შეძლებთ თუ არა აღმოაჩინოთ თქვენს შვილში ახალი შესაძლებლობები?
·
კითხვარი
თვითმართველობისთვის
·
მნიშვნელოვანი
და ღირებულია თუ არა თქვენთვის სასკოლო ცხოვრებაში
ჩართულობა, თანამშრომლობა?
·
კი
არა
ერთვებით
თუ არა სასკოლო პროექტებში?
კი
არა
მონაცემების შეგროვება
გამოკითხვის
შედეგები :/იხ. ექსელის ფაილში
მომზადებული კითხვარები:დანართი:1,2,3,4/
კითხვარი მოსწავლეებისთვის
გამოკითხული 17 მოსწავლისგან /რესპოდენტი/ 59%
ეთანხმება საკლასო თუ სოციალური პროექტების განხორციელების აუცილებლობას.
12%----არ ეთანხმება
24%---- სურვილის მიხედვით დაიგეგმოს
5%---თავი შეიკავა
კითხვარი მასწავლებლებისთვის
47.6%---ეთანხმება საკლასო და სოციალური
პროექტების განხორციელების აუცილებლობას სკოლაში;
19% --არა
28.4%----სურვილის მიხედვით;
5%---თავი შეიკავა
კითხვარი მშობლებისთვის
გამოიკითხა 10 მშობელი
70% ----ეთანხმება სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის
აუცილებლობას, დარჩენილი არა, ან ვერ ახერხებს.
40%
----- ეთანხმება ახალი შესაძლებლობის
აღმოჩენას, ჩართულობის გზით, დარჩენილი კი არა.
თვითმართველობა :
დიალოგის გზით გამოიკვეთა,რომ
თვითმართველობა
ეთანხმება სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისა და თანამშრომლობის
ღირებულებებს.
სამიზნე ჯგუფი:
კითხვარი მომზადდა VII__XII კლასის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის. დიალოგის
გზით გამოიკითხა თვითმართველობის წარმომადგენლები.
შედეგების ანალიზი:
მოსწავლეების, მშობლების, თვითმართველობის
წარმომადგენელთა და მასწავლებლების, გამოკითხულთა
უმრავლესობა ეთანხმება საკოლაში პროექტების განხორციელების აუცილებლობას.
მშობელთა ურავლესობა
არ თვლის, რომ სკოლაში ,პროექტებში
ჩართულობით აღმოაჩენენ თავიანთ შვილებში ახალ შესაძლებლობებს.
იტერვენციის
აღწერა: გავაცანი მოსწავლეებს
და მშობლებს ჩემს მიერ შემუშავებული და მოსწავლეებთან ერთად დაგეგმილი და წარმატებული
სოციალური პროექტი „ჩვენ და ატმოსფერო,“ რომლის
ფარგლებშიც განვახორციელეთ მრავალი აქტივობები. მოსწავლეებმა შეხვდნენ რაიონის მერს, ირაკლი კუჭავას. აიღეს ინტერვიუ ეკოლოგიის საკითხებზე, რომელმაც
ასევე დაგვეხმარა და შევიძინეთ საპროექციო აპარატი. ვისაუბრე პროექტის ძლიერ და სუსტ
მხარეებზე. ასევე აღზრდის სოციალურ ასპექტებზე, მოვისმინე მშობელთა აზრი მსგავს პროექტებში
მშობელთა ჩართულობის შესახებ;
იხ. საპრეზენტაციო ფორმატში მომზადებული
მასალა.
ინტერვენციის შედეგი: მშობლებმა დაინახეს წარმატებული
პროექტების როლი მოსწავლეთა სოციალიზაციის მიმართულებით.
გამოთქვეს აზრი სასკოლო ცხოვრებაში მეტი
ჩართულობის საჭიროების შესახებ.
ინტერვენციის აღწერა:მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით დავგეგმე განსახორციელებელი
პროექტი : „ადვოკატირება“, რომელიც უზრუნველყოფს ასევე სასკოლო ცხოვრებაში თვითმართველობის
ჩართულობას, მოზარდთა სოციალიზაციას.
ინტერვენციის შედეგი: მშობლებმა გამოთქვეს მზაობა
პროექტში მონაწილეობაზე.
ინტერვენციის აღწერა: მშობლებთან მინი ლექცია-
დიალოგი, თემაზე: ბავშვის პიროვნული და სოციალური უნარების განვითარება.
ვისაუბრეთ: თუ როგორ ხდება მოზარდის ახალ
„ოჯახთან“ კლასთან შერწყმა და ერთიანობის განცდა, საუბარი თავის საყვარელ საქმიანობაზე,
მოზარდის თვითპრეზენტაციის უნარის განვითარება,თვითპატივისცემის უნარის განვითარება,
დამოუკიდებლად ან ჯგუფთან ერთად გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება,ემპათიის
გრძნობის განვითარება./გამოყენებული ლიტ-რა, 2010. ია კუტალაძე,ეფექტიანი სწავლება.გამოცდების
ეროვნული ცენტრი, კვლევის ლაბორატორია. /
ინტერვენციის შედეგი: მშობლებმა
გამოთქვეს სურვილი მსგავს მინი ლექცია- დიალოგში
მონაწილეობის მიღების შესახებ. ეს მათ დაეხმარებათ: მოზარდის სრულფასოვანი პიროვნების განვითარებასა და სოციალური უნარების განვითარებაში.
დასკვნა: საჭიროა დაიგეგმოს მშობელთა თანამშრომლობის ამაღლების
კუთხით საინტერესო და საჭირო ღონისძიებები, ასევე საჭიროა მშობელთა სოციალური განათლების ამაღლება :საუბრები,დიალოგი,დებატებში
ჩართულობა და სხვა. მსგავს შეხვედრებში კომპეტენტური პირების ჩართულობა, რათა ერთობლივად
დავგეგმოთ და შევძლოთ მოზარდის სოციალური აღზრდა.
სამომედო გეგმა.
აქტივობა
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
კვლევის
გეგმის შემუშავება
|
ü
|
|||||||
კვლევის
ჯგუფის შექმნა
|
ü
|
|||||||
ჯგუფის
წევრთა შეხვედრები
|
ü
|
ü
|
ü
|
ü
|
ü
|
ü
|
ü
|
|
ფოკუს
ჯგუფის მიერ კითხვების შემუშავება და
გამოკითხვა
|
ü
|
|||||||
მიღებული
შედეგების ანალიზი
|
ü
|
|||||||
ინტერვენციების
განხორციელება
1-
2-
3-
|
ü
|
ü
|
||||||
შედეგების
ანალიზი
|
ü
|
|||||||
პრეზენტაცია
სასკოლო
საზოგადოების -თვის შედეგების გაცნობა
|
ü
|
კვლევის ხელმძღვანელი: მ. ჩხიკვაძე /მაია
ჩხიკვაძე/
სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის საჯარო
სკოლის უფროსი მასწავლებელი.
24.06. 2019წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий